შეფასებების თემაა სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ მისი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასდროს ყოფილა. პოლიტიკოსთა ნაწილი მსგავსი გამოსვლების გაკეთების ნაცვლად, სალომე ზურაბიშვილს აქციაზე გასვლისა და ხალხთან დგომისკენ მოუწოდებს. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ძლიერი კოორდინაცია არის ის, რაც უძლებს ყველაფერს და ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ გაერთიანება არა ერთი პარტიის, არამედ პარტიების ერთი ინტერესების ირგვლივ იგულისხმებოდა.