სალომე ზურაბიშვილის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს პასუხობს. ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მისი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს ყოფილა, განხილვის საგანია. ჯერ კიდევ თვეების წინ დაანონსებული ერთობა, რომლის კოორდინირება საკუთარ თავზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს უნდა აეღო, ამ დრომდე არ შედგა. უფრო მეტიც, დღეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამბობენ, რომ მათთვის ზურაბიშვილის გადაწყვეტილება სააკაშვილის არ შეწყალებაზე გადაულახავია. მათივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის და მის მიერ გაკეთებული განცხადებები უინტერესოა. ისინი აქცენტს ახლა ქართველ ხალხთან კოორდინირებულად მუშაობაზე აკეთებენ. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ამ დრომდე ფიქრობს, რომ პარტიების კოორდინაციის გზაზე ზურაბიშვილის როლი მნიშვნელოვანია.