სალომე ზურაბიშვილის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტი ახალგორის შესასვლელის ჩაკეტვას სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ზეწოლა მოახდინოს ყველა პასუხისმგებელ მხარეზე.

„ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ახალგორის გასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა ადამიანის უფლებების კიდევ ერთი დარღვევაა. გადაადგილება არის ფუნდამენტური უფლება, რომელიც დაცული უნდა იქნას. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ზეწოლა მოახდინოს ყველა პასუხისმგებელ მხარეზე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის შესასვლელი დღეს დილიდან ისევ ჩაკეტეს. დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, გადაადგილების საშუალება ადგილობრივებს ორ თვეში ერთხელ მიეცემათ.

დატოვე კომენტარი