სალომე ზურაბიშვილის განცხადება

2020 წლიდან, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ცვლილებების პროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებულ პროცესებს, სალომე ზურაბიშვილი პირველად ეხმაურება. პრეზიდენტი აცხადებს, რომ აუცილებელია, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე, რათა მოქალაქეებს საშუალება მიეცეთ, სამართლიანი არჩევნების გზით საკუთარი ნება გამოხატონ.

მან დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, დაძაბულობის განმუხტვისთვის, გამოსავალი გამონახონ. ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გააკეთა, სადაც ავთანდილ იოსელიანს სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და უმაღლესი ჯილდო მის მეუღლეს გადასცა.