სალომე ზურაბიშვილის განცხადება

ზვიად გამსახურდიას მიერ ჩატარებული რეფერენდუმი არის იარაღი, რომელსაც რუსული ოკუპაცია ვერ მოერია და ვერც მოერევა, – აცხადებს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეზე, ქვეყნის უკვე მეხუთე მეთაური, სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი გამსახურდიას ოჯახს და საზოგადოებას დღევანდელ საიუბილეო თარიღს ულოცავს. თავის განცხადებაში ზურაბიშვილი ამბობს, რომ რეფერენდუმის იდეაც, ინიციატივაც და ორგანიზებაც სწორედ ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. მისმა ისტორიულმა, გაბედულმა ნაბიჯმა კი გზა გაუხსნა საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას.

ამ რეფერენდუმზე დგას ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.