სალომე ზურაბიშვილის განცხადება

29 ივნისს რუსთველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას სალომე ზურაბიშვილიც უერთდება. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სწორედ ერთიანობა და წინააღმდეგობა იქნება პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების დაკავებებზე პასუხი. ზურაბიშვილმა ყველას მოუწოდა 29 ივნისს ქუჩაში გასვლისკენ. ეს არის ერთადერთი ღირსეული პასუხი ჩვენი ღირსეული მომავლისთვის – განაცხადა ზურაბიშვილმა.