ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე, რაც ყველაზე მეტად შეაფერხებდა ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას, წინსვლას და გათავისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მან ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი.