სალომე ზურაბიშვილის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტი გორში სტუდენტებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც მედიასთან მიმდინარე თემებზე კომენტარი გააკეთა. პრეზიდენტს ჟურნალისტებმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ჰკითხეს, რაზეც ზურაბიშვილმა კონკრეტული პასუხი არ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ როცა დრო მოვა, საზოგადოება გაიგებს, ვის შეიწყალებს პრეზიდენტი.