სალომე ზურაბიშვილის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის 14 წლისთავს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა. „1801, 1921, 1992, 2008 – ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. ისინი რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას ასახავენ. საქართველოს გამძლეობა უფრო მტკიცე აღმოჩნდა. ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთანაა“ – წერს პრეზიდენტი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.