სალომე ზურაბიშვილის გამოხმაურება

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ თანამემამულეებს, ნაცნობებს და უცნობებს და გამოფხიზლებისკენ მოუწოდა.

„დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელი რუსულ სტილში ჩატარებული სპეცოპერაციების მიმართ, თავისუფალი გამოხატვის ჩახჩობის შესახებ … დუმილი და ვითომც არაფერი ხდებოდეს სამშობლოში აღარ შეიძლება! ევროპა კარგია, მაგრამ მხოლოდ თქვენთვისაა – არ გამოვა! ღირსებით ევროპისკენ კი არა, ღირსებით ცხოვრება არის მთავარი და საკუთარ თავთან მართლად დარჩენა!

პოზიცია გამოხატეთ – პრესა და ტელევიზიებში, საელჩოებთან ან თუნდაც სოციალურ ქსელში ან ჩამოდით და დაუდექით გვერდში თქვენი ქვეყნის მომავალს,“ – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.