სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა – ეს გადაწყვეტილება საქართველოს უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა სასახლის ეზოში გააჟღერა. მისი განცხადებით, ის გადის ხალხში და თან მიაქვს ლეგიტიმურობა, რადგან მიხეილ ყაველაშვილი, მისივე თქმით, არალეგიტიმური პარლამენტის, არალეგიტიმური პრეზიდენტია. კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად ზურაბიშვილი ხელახალ არჩევნებში ხედავს, რომელსაც ის გარდაუვალად მიიჩნევს. სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გეგმების გაცხადების შესახებ ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან დღეს 10 საათზე მოქალაქეებსა და მედიას ორბელიანების მოედანზე მისვლისკენ მოუწოდა.
ანა ბროლაძე დაესწრო ბრიფინგს.