სალომე ზურაბიშვილის ძმის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ოთარ ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კრემლი იყენებს ყველა საბჭოთა მეთოდს, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა აირიდოს და აღნიშნავს, რომ დღევანდელი კამპანიის ტონიც სწორედ ამის მაჩვენებელია.