სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის გეგმები - გამოხმაურება

წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პლატფორმის წევრების თქმით, შეხვედრაზე ორი მნიშვნელოვანი თემა განიხილეს. ესაა პატიმრების გათავისუფლება და მათ ოჯახებთან კოორდინირება და ასევე, ახალი არჩევნებისთვის მზადება. ამასთან, ზურაბიშვილის განცხადებით, უცხოელი პარტნიორებისგან ბოლო ორი დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებები მოწმობს, რომ ოპოზიციის კოორდინაციამ შედეგი გამოიღო.