სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის გეგმები

ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ ექს-პრეზიდენტმა პოლიტიკური განცხადებები დღეს ახალი ოფისიდან გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავს ამ დრომდე ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად აცხადებს, ამბობს რომ აქტიურად მუშაობს, როგორც ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან, ასევე პროტესტის მონაწილეებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არ აღიარებისა და ხელახალი არჩევნების დასანიშნად. უახლოეს დღეებში კი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მზად იქნება დოკუმენტი, რომელშიც ხელახალი არჩევნების ჩატარების გეგმა უნდა იყო გაწერილი. რა სტრატეგიით და კონფიგურაციით განაგრძობენ პოლიტიკურ ბრძოლას ყოფილი პრეზიდენტი და ოპოზიცია, ეს კითხვა ჯერ-ჯერობით პასუხგაუცემელია. ბარიერგადალახული პარტიები პროცესში ექს-პრეზიდენტის მნიშვნელოვან როლზე თანხმდებიან, თუმცა არ გამორიცხავენ რომ ზურაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა ამ ოთხიდან, რომელიმე პარტიას დაუკავშიროს.