თითქმის ერთთვიანი პროტესტის ფონზე, ოპოზიცია კონკრეტული ქმედებების აუცილებლობაზე საუბრობს. ბარიერგადალახული პარტიების ლიდერთა ნაწილი ამბობს, რომ არ შეიძლება პოლიტიკურმა კლასმა საკუთარი თავი ფაქტიურად გაიუქმოს და საჭიროა ბრძოლა, ასევე კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან, „ჯოხის ენით“ საუბრის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას მიხეილ სააკაშვილი. ექსპრეზიდენტი პირდაპირ აცხადებს, რომ ახლა ძლიერი ზეწოლაა საჭირო. განსხვავებულია ოპოზიციის მეორე ნაწილის ხედვა, სადაც ფიქრობენ, რომ ხელახალ არჩევნებს, მშვიდობიანი ფორმით უნდა მიაღწიონ. უკვე მეორე დღეა ხელისუფლების ოპონენტები და პრეზიდენტი კონსულტაციებს მართავენ დოკუმენტის მისაღებად, სადაც უნდა გაწეროს, რა ფორმით უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, მოქმედი პრეზიდენტი აანონსებს, რომ შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება.
რა შედეგით დასრულდა კონსულტაციები და როგორია მმართველი გუნდის პოზიცია – თათია ტაბეშაძე დეტალებით.