სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის გეგმა

მცირეხნიანი პაუზის შემდეგ სალომე ზურაბიშვილისა და ბარიერგადალახული ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა.

კონსულტაციებს ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. შეხვედრის ინიციატორი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი იყო. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა იქნება „ქართულ ოცნებაზე“ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან ზეწოლა გაძლიერდეს,   რასაც შედეგად ახალი არჩევნების დანიშვნა უნდა მოჰყვეს. რას გეგმავს ოპოზიცია, – ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალური ნიკა გვარამიას „ფეისბუქ“-განცხადების შემდეგ გახდა, სადაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა არსებულ ვითარებაში გამოსავლად ივანიშვილის დამხობა ან ემიგრაციაში წასვლა დაასახელა.