სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი

სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ეუთო/ოდირის დასკვნის საფუძველზე, ხელახალი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, რის გამოც ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

სალომე ზურაბიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს. მისივე თქმით, უნდა მოხდეს ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე, რომ ახალი არჩევნები დანიშნოს და ამისთვის კონსტიტუციური ფორმების მოფიქრება ძალიან მარტივია.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უფრო ვრცლად და „ქართული ოცნების“ პასუხს ამ განცხადებაზე მარიკა შალიკაშვილი გაგვაცნობს.