სალომე ზურაბიშვილმა და „წინააღმდეგობის პლატფორმის“ წევრი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს მორიგი შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც, მედიასთან განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, შეხვედრა 26 მაისის საორგანიზაციო საკითხებს და დეტალების დაზუსტებას ეხებოდა, თუმცა მედიასთან დამატებით ინფორმაციაზე ღიად აღარ ისაუბრეს. სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგზე ასევე გამოეხმაურა ხელისუფლების რიტორიკას დასავლელი კოლეგების და მათ შორის ელჩების მიმართ, რომელსაც შემაშფოთებელი და დაუშვებელი უწოდა.