სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი, საზოგადოებრივი მოძრაობები, პროტესტში მონაწილე აქტივისტები, სტუდენტები, საჯარო მოხელეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები და „წინააღმდეგობის პლატფორმის“ წევრები გაერთიანდებიან. შეხვედრა გუშინ შედგა. ოპოზიციის ნაწილი საორგანიზაციო კომიტეტის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ ეს კომიტეტი მნიშვნელოვან და საინტერესო დღეს დააორგანიზებს. ამასთან ერთად, ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ აუცილებელია ხალხთან ერთად ყოფნა.
მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილის გეგმები დესტრუქციას ემსახურება.