სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქციას შეუერთდა. მან შეკრებილებს სიტყვით მიმართა, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აშშ-ში მის ვიზიტზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა სამძიმარი ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში ხუთი მცირეწლოვანი შვილის დაღუპვის გამო.
მოგვიანებით ქალაქის ცენტრში გაიმართა მსვლელობაც, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციის წინ დასრულდა. საპროტესტო აქციები ზუგდიდში 45-ე დღეა გრძელდება. მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.