სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესს აფასებს

სალომე ზურაბიშვილი  წინასაარჩევნო კამპანიისას მიმდინარე პროცესს, ურთიერთობების საბჭოთა ფორმას უწოდებს, რომელიც წარსულში უნდა დარჩეს. დამოუკიდებელმა კანდიდატმა მესამე სექტორთან შეხვედრის სურვილიც გამოთქვა და განაცხადა, რომ არასამთავრობოები მის მიმართ სიძულვილის ენას იყენებენ.

ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს მან საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა. ეს განცხადებები ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა. მან ელჩებს წინასაარჩევნო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.