სალომე ზურაბიშვილი ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება

15:45, 18.05.2019

20 მაისს საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა თავად დაადასტურა. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ცერემონიაზე ბალტიის ქვეყნებისა და უნგრეთის პირველი პირები იქნებიან. ასევე ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი. ნატო-ს დელეგაციას კი გენერალური მდივნის თანაშემწე უხელმძღვანელებს.

პარლამენტის დადგენილებით, ინაუგურაციის ცერემონია საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში, დილის 10:00 საათზე დაიწყება. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართა, რომლის დროსაც ვლადიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა 73-პროცენტიანი მხარდაჭერის მოპოვება შეძლო.

მსგავსი