სალომე ზურაბიშვილი - ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავის გამოსვლაში არაერთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა პატივისცემა ყველა იმ მოქალაქის მიმართ, ვინც მას ხმა არ მისცა და განაცხადა, რომ ის ყველას პრეზიდენტი იქნება.

სალომე ზურაბიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი ადამიანის უფლებების დაცვაზე, რეგიონების გაძლიერებაზე, ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციაზე, კულტურაზე, უსაფრთხოებასა და ქვეყნის გამთლიანებაზე გააკეთა.