სალომე ზურაბიშვილი უმცირესობების წარმომადგენლებს ხვდება

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრები დაგეგმილია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მუშაობენ. ზურაბიშვილი მათ სამომავლო გეგმებსა და ხედვებს აცნობს. მანამდე კი შეხვედრა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებოდნენ. მათ დიპლომატებს ინფორმაცია საარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებსა და ოპონენტების მხრიდან აგორებული კამპანიის შესახებ მიაწოდეს.