სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში ჩავიდა

სოფელ ატოცთან რუს სამხედროებს დღეს სამუშაოები აღარ განუახლებიათ. ადგილზე რჩება ნახევარ კილომეტრამდე ლითონის ბოძები, რომელზეც ადგილობრივების ვარაუდით, მავთულხლართები გაჩნდება.

სოფელ ატოცთან დღეს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია იმყოფებოდნენ.