სალომე ზურაბიშვილი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მოსახლეობას ხვდება

სალომე ზურაბიშვილი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მოსახლეობას ხვდება. პრეზიდენტობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მედიცინის სფეროს განვითარებაზე და განაცხადა, რომ საქართველოში უნდა აშენდეს ონკოცენტრი, რათა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ადგილზე მკურნალობა.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც ხალხსა და ხელისუფლებას შორის მედიატორის ფუნქციას შეასრულებს. ზურაბიშვილმა ემიგრაციაში წასულ საქართველოს მოქალაქეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ღირსეული დაბრუნებისთვის იზრუნებს.