სალომე ზურაბიშვილი საჩხერეში ამომრჩეველს შეხვდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს საჩხერეში შეხვდა. ზურაბიშვილი საჩხერეში რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან,  პაატა კვიჟინაძესთან და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილესთან, ბექა ოდიშარიასთან ერთად ჩავიდა. კულტურის სახლში შეკრებილ ამომრჩეველს,  ზურაბიშვილმა საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე ისაუბრა.