სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იმერეთში გრძელდება.

სალომე ზურაბიშვილი დღეს ქუთაისშია. პრეზიდენტი უკვე მივიდა ბოტანიკურ ბაღში და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

დღესვე პრეზიდენტი ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს გაეცნობა, დღის ბოლოს კი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში მივა და სტუდენტებს შეხვდება.

გუშინ პრეზიდენტი წყალტუბოში იმყოფებოდა.