სალომე ზურაბიშვილი ქართველ სპორტსმენებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილმა მეორე ევროპული თამაშების მონაწილე ქართველ სპორტსმენებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

თამაშების გახსნის ცერემონია 21 ივნისს მინსკში გაიმართება, სადაც 50 ქვეყნის 4 000 სპორტსმენი ჩაერთვება, მათ შორის, 61 საქართველოს წარადგენს.

ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება და ქართველ სპორტსმენებს უგულშემატკივრებს.