სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მცხოვრებლებს შეხვდა

მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მცხოვრებლებს შეხვდა. ამომრჩეველთან მან საკუთარ გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ასევე მარტოხელა დედებისთვის, ის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას შეეცდება.

ზურაბიშვილმა ყურადღება მარიხუანას თემაზეც გაამახვილა. შეხვედრის დიდი ნაწილი კანდიდატმა, პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე საუბარს დაუთმო.