სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდაზე, მამა დავითის ეკლესიაში იმყოფებოდა

თავად სალომე ზურაბიშვილი დღეს თელავში არ ჩასულა. არჩეული პრეზიდენტი დღეს მთაწმინდაზე, მამა დავითის ეკლესიაში იმყოფებოდა, სადაც ლოცვას დაესწრო. “მოამბის” ჟურნალისტის ინფორმაციით, მანამდე სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავი გვირგვინით შეამკო.

არჩეული პრეზიდენტი მთაწმინდაზე შვილთან, თეიმურაზ გორჯესტანთან ერთად იმყოფებოდა.