ყოფილი პრეზიდენტის დღევანდელ მიმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება მოქმედი პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებებს სახელმწიფოს შეურაცხყოფად აფასებს.
„ყოფილი პრეზიდენტის ასეთი ღია არაკონსტიტუციური და არასახელმწიფოებრივი განცხადება მაიძულებს, გამოვხატო შეშფოთება და პირდაპირი უარყოფა, იმის მიუხედავად, რომ აქამდე ვიკავებდი თავს რამე სახის კომენტარებისა და საარჩევნო პროცესში ჩარევისგან ჩემი უპარტიო სტატუსის გამო.
იგივე მოეთხოვება ნებისმიერ ყოფილ პრეზიდენტს, იმის მიუხედავად, ასრულებს რამე ფუნქციას თუ არა, არის ის ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ.
არეულობისკენ მოწოდება არის სახელმწიფოს შეურაცხყოფა, ეს არის დანაშაული, როდესაც თქვენი ტერიტორია ოკუპირებულია,“- წერს სალომე ზურაბიშვილი.