სალომე ზურაბიშვილი მესტიის მცხოვრებლებს შეხვდა

როგორია პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო აქტივობები. წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება. მოსახლეობას შეხვდა დღეს სალომე ზურაბიშვილი. დამოუკიდებელი კანდიდატი მესტიაში ჩავიდა და ადგილობრივებს გაესაუბრა. შედგა ხელმოწერების შეგროვების აქციაც.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დოკუმენტის წარდგენამდე რამდენიმე დღე რჩება. ხელმოწერების კამპანიას სალომე ზურაბიშვილი 6 სექტემბერს, ფოთში დაასრულებს.