სალომე ზურაბიშვილი მარტვილის მცხოვრებლებს შეხვდა

მარტვილში ჩავიდა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი. სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს კულტურისა და ხელოვნების ცენტრში შეხვდა.

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა პირობა დადო, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქვეყანაში შიდა დაპირისპირებები დასრულდება. მისი საბოლოო მიზანი კი, როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, ქვეყნის გამთლიანებაა.