სალომე ზურაბიშვილი კრისტოფერ კავოლის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის ევროპული სარდლობის გენერალს შეხვდა. კრისტოფერ კავოლისთან შეხვედრას სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ ეხმაურება. „ნატოში ინტეგრაცია საქართველოსთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირში ინტეგრაცია. დღეს გენერალ კრისტოფერ კავოლისთან განვიხილე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზა, წინსვლა და თანამშრომლობის შესაძლებლობები. ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.