სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ზურაბიშვილმა ექიმებისგან ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეს საქართველოში განსაკუთრებული პრობლემა ონკოლოგიური დაავადებების გაზრდილი სტატისტიკაა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მედიცინის სფეროს განვითარებისთვის ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს.