სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში შეხვედრებს გამართავს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით იაპონიაში გაემგზავრა.

საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება. ამასთან, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები, როგორც იაპონიის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ისე გაიმართება ორმხრივი მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში ქართულ დიასპორასა და ქართველ სპორტსმენს, ლევან გორგაძეს შეხვდება.

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტს იაპონიაში 25 ოქტომბერს დაასრულებს.