სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა - გამოხმაურება

ევროპელ ლიდერებთან გუშინ გამართული სატელეფონო საუბრების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა თავად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც. საუბარი ასევე შედგა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან და შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან. „საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ კოლეგებს გააცნო ბიძინა ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება, რაც არის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი. შეთავაზება გულისხმობს შეხვედრას ორ მთავარ საკითხზე შესათანხმებლად, რაც არის ახალი არჩევნების თარიღი და ეუთო/ოდირის დასკვნის საფუძველზე არჩევნებისთვის ახალი პირობების განსაზღვრა“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში განცხადებაში.