სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა.

საუბრის თემა მეორე ტურის წინ არსებული წინასაარჩევნო გარემო და პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ არსებული მუქარის შემცველი განცხადებები იყო.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართული დახურული შეხვედრა ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

მედიასთან კომენტარი მხოლოდ სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ რა პოზიცია დააფიქსირა ევროკავშირის ელჩმა.