სალომე ზურაბიშვილი დიპლომატებს შეხვდა

ქვეყნის მეთაური მზადაა, ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლოს, რომლსაც არ აქვს დესტაბილიზაციისკენ მიმართული მოწოდებები და იდეები. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი, დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა. შეკრებას საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატები ესწრებოდნენ. პრეზიდენტის სასახლეში ესტონეთის, ლიეტუვას, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ბულგარეთის ელჩები, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იმყოფებოდნენ.

პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო სტაბილურობის კერას წარმოადგენს, შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, ვის აწყობს ჩვენს ქვეყანაში ვითარების დაძაბვა.