სალომე სამადაშვილის განცხადება

12:13, 08.12.2018

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აღარ აპირებს მონაწილეობას აქციაში, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს.

სამადაშვილის მოსაზრებით, ახალგაზრდა ქართული დემოკრატია ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გადის, ამ გამოწვევის დაძლევას კი კარგად გათვლილი და მრავალსვლიანი გეგმა სჭირდება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებიც მხარს დაუჭერენ.

 

მსგავსი