სალომე სამადაშვილი „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი გახდა

12:26, 02.02.2022

სალომე სამადაშვილი დღეიდან პარტია „ლელოს“ წევრი ოფიციალურად გახდა. ის პარტიის პოლიტიკური მდივანი იქნება. სამადაშვილი მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ წარადგინეს. სალომე სამადაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, პარლამენტში შევიდა და ფრაქცია „ლელო პარტნიორობა – საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გახდა.

მსგავსი