„სალამურა“ – მზადება პრემიერისთვის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში
თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი წინასაპრემიერო სამზადისშია. დღეს სცენაზე რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის „სალამურას“ პრემიერა შედგება. ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და საყვარელი პერსონაჟი თეატრალურ სცენას გამორჩეული ინტერპრეტაციით უბრუნდება და მაყურებელს ზღაპრულ სამყაროში ეპატიჟება, სადაც თავგადასავალი, იუმორი, სიყვარული და სიკეთის გამარჯვება ერთმანეთს ერწყმის.