საკვირაო ზიარება სამებაში

15:12, 07.06.2026

სამებაში წირვა ტრადიციულად ზიარებით გაგრძელდა. ტაძარში დილიდან იმყოფებოდნენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი მშობლები. ისინი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა, ბავშვები კი – აზიარა. მშობლებმა მიზნის მიღწევაში დღეს საპატრიარქოსა და საზოგადოების ღვაწლი გამოჰყვეს და აღნიშნეს, რომ სწორედ უწმინდესის დამსახურებაა ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით მიიღო.

მსგავსი