საკვირაო წირვა სამების ტაძარში

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა მიმდინარეობს. ლიტურგიას მოსაყდრესთან და სხვა  სასულიერო პირებთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ატარებს.

მრევლის დიდი ნაწილი ტაძარში გარკვეული დისტანციით არის განლაგებული. წირვის შემდეგ ზიარების წესი შესრულდება და ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართავს.

ზიარების შემდეგ, მორწმუნეები სითხეს ერთჯერადი ჭიქებით მიიღებენ, როგორც ეს გასულ კვირაში მოხდა. ეს არის ერთადერთი ცვლილება, რომელიც ზიარების რიტუალში სინოდის გადაწყვეტილებით შევიდა.