საკვირაო წირვა სამების საკათედრო ტაძარში

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ჩაატარა. ტაძარში შეკრებილი მრევლი დისტანციის დაცვით იდგა. წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა. საკვირაო ლიტურგია პირდაპირ ეთერში გადასცა საქართველოს პირველმა არხმა. პირველი არხის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, ყოველ კვირა დღეს, 10:00 საათიდან,  პირველი არხი საკვირაო წირვის  ტრანსლაციას სამების საკათედრო ტაძრიდან პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.