საკვირაო წირვა და ქადაგება სამების ტაძარში

15:19, 01.12.2019

საკვირაო წირვა და ქადაგება სამების საკათედრო ტაძარში. ღვთისმსახურებას კათოლიკოს-პატრიარქი უძღვებოდა.

წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა, სადაც ადამიანის ცხოვრებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს არის გამოცდა, რა დროსაც თითოეულს გარკვეული ტვირთის ტარება უწევს. ამბიონიდან მიმართა მრევლს პატრიარქის მოსაყდრემ. მეუფე შიო მიმდინარე ვითარებას გამოეხმაურა და მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდა.

მსგავსი