საკვირაო წირვა და ქადაგება სამების საკათედრო ტაძარში

საკვირაო წირვა და ქადაგება სამების საკათედრო ტაძარში. მსახურებას დღეს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო უძღვებოდა. მეუფემ ადამიანთა შორის სიყვარულის მნიშვნელობასა და გვერდით დგომაზე გაამახვილა ყურადღება. „ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ადამიანებში დიდი სიყვარული დავთესოთ. იმდენად დიდი, რომ ისინი ვალდებულად თვლიდნენ თავს, გაჭირვების ჟამს გვერდით დაგვიდგნენ“- ასე მიმართა სასულიერო პირმა ქადაგებისას მრევლს.

დატოვე კომენტარი