საკვირაო წირვა და ქადაგება სამების საკათედრო ტაძარში

საკვირაო წირვა დღეს სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჩაატარა. წირვის დასრულების შემდეგ კი, ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა.

მეუფე შიომ ყურადღება ხალხის სიყვარულსა და სიკეთის კეთების აუცილებლობაზე გაამახვილა.