საკვირაო წირვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა ჩაატარა.

ილია მეორემ ტაძარში შეკრებილ მრევლს სერაფიმე ზარზმელის დღესასწაული მოულოცა და აღნიშნა, რომ მომავალ სამშაბათს არის ასი ათასი მოწამის დღესასწაული და საზეიმო პარაკლისი მეტეხის ხიდზე აღევლინება.

პატრიარქმა გამოთქვა სურვილი, რომ თბილისის მერმა მეტეხის ხიდის მიმდებარედ ასი ათასი მოწამის სახელზე ტაძარი ან ხეივანი გააშენოს.